რეფლექსია

                                                            რეფლექსია
                                                             ტრენინგი
    ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
                                                                     
                                                                     ტრენერი: თეონა ლოთიკაშვილი

             ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ თავიდანვე დიდი ინტერესით ჩავერთე ამ ტრენინგში.
            თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაცილებით მარტივია საინტერესო, შემოქმედებითი გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება. ჩემს პრაქტიკაში აქტიურად ვგეგმავდი მსგავსი ტიპის გაკვეთილებს, მაგრამ ყველა მათგანი უამრავ დროსა და შრომას მოითხოვდა, რადგან საკმარისი ცოდნა არ მქონდა ამ სფეროში. ამ ტრენინგის დახმარებით გაცილებით მარტივად შევძლებ გაკვეთილის დაგეგმვას, შევქმნი და გამოვიყენებ უფრო საინტერესო რესურსებს. ჩემთვის ერთნაირად ნაყოფიერი და საინტერესო იყო ტრენინგის ყოველი დღე.
         ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული ცოდნის დახმარებით დამოუკიდებლადაც შევძლებ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლას ამ სფეროში.
        დიდი მადლობა ქალბატონ თეონას თბილ, კომფორტულ გარემოში ჩატარებული საინტერესო ტრენინგისთვის.

Comments

Popular posts from this blog